როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსიმ" "პსჟ" 3:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
აღნიშნულ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 55 წუთი გაატარა და 6.4 შეფასება მიიღო.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით goal.com-მა ხვიჩაზე დაწერა:
"ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს პირველი ფეხბურთელი, ვინც გამოცვალეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს თითქმის არ ჰქონია გავლენა მატჩზე. ჯეიმსმა და გიუსტომ თამაშიდან მთლიანად გამოთიშეს"
აქვე გეტყვით, რომ კვარას 10-დან 4 შეფასება დაუწერეს, დუეს 5 ხოლო უსმან დემბელეს 4.