პსჟ-ის კარის მცველმა, დონარუმამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა:
“ხვიჩა შესანიშნავი ადამიანია. სანამ პარიზში გადმოვიდოდა, მასთან ვისაუბრე და ვუთხარი, რომ ნებისმიერ საკითხში, თუკი რაიმე დასჭირდებოდა, ჩემთან შეიძლებოდა მოემართა. მზად ვიყავი დახმარებისთვის”
“ვარჯიშებზე ჩანს, რომ კვარაცხელიას სათამაშო კლასი ბევრად მაღლა დგას. მას უდიდესი პოტენციალი აქვს”, - განაცხადა დონარუმამ.