25 წლის გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ პრემიერ ლიგის სამი გუნდის ინტერესი დაფიქსირდა — „სანდერლენდი“, „ბარნლი“ და ჩემპიონშიპიდან ახლად აღზევებული „ბირმინგემი“ სერიოზულად აკვირდებიან საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ შემტევ ნახევარმცველს.
როგორც SportsBoom იუწყება, ამ ტრიოს შორის ყველაზე აქტიურად საქმეში ჩართული სწორედ „სანდერლენდია“. კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიან სპიკმანი და დაკომპლექტების ხელმძღვანელი ფლორენტ გისოლფი გუნდის რესტრუქტურიზაციაზე მუშაობენ და პრიორიტეტად ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას ასახელებენ — ჩაკვეტაძეც ამ ხედვაში იდეალურად ჯდება.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 4-5 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაშინ როცა ქართველის ხელფასი „უოტფორდში“ კვირაში 25 000 ფუნტს აღწევს — რაც „შავი კატებისთვის“ პრობლემა არ უნდა იყოს.
გუნდი მხოლოდ ჩაკვეტაძეზე არ ამახვილებს ყურადღებას — ისინი ახლოს არიან „სასუოლოს“ 26 წლის თავდამსხმელის, არმანდ ლორიენტეს ტრანსფერთან, რომელმაც სერია B-ს გასული სეზონი ბომბარდირის სტატუსით დაასრულა. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „რომას“ ესპანელ მცველ ანხელინიოსთან.