12 საათის და 32 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კურიოზული გოლიც გაიტანა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიას სიეტლის წინააღმდეგ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში პსჟ-მ სიეტლი ანგარიშით 0:2 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და არჩაფ ჰაკიმიმ გაიტანეს.

კვარას გოლის კურიოზული გამოდგა - ვიტინიას დარტყმის შემდეგ, რომელიც კარს სცდებოდა, ბურთი ხვიჩას მოხვდა და შევარდა.

ქართველმა მინდორზე 64 წუთი დაჰყო, ენრიკემ მისი დასვენება გადაწყვიტა.

გამოცემა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,8 ქულით შეაფასა, რაც მოედანზე მესამე საუკეთესო შედეგია.

Facebook კომენტარები