ფრანგმა მცველმა მამადუ სახომ “ტორპედოს” მაისურით თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა და ქართულ გუნდს დაემშვიდობა.
"ტორპედოში” მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის.
"დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა ტორპედო ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები“, - აღნიშნა სახომ.