გორში ეროვნული ლიგის მე-18 ტურში დილა თბილისის დინამოს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
მეორე ტაიმში, 85-ე წუთზე გორელმა გულშემატკივარმა ჯაბა კანკავას ტრიბუნიდან შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის პასუხმაც არ დააყოვნა და მან წითელი ბარათი მიიღო.
ბუნებრივია, ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ქომაგების უდიდესმა ნაწილმა საქართველოს ნაკრების ლეგენდა დაიცვა.
"ჯაბა ის ადამიანი არაა, რომელიც ჩვენგან ამას იმსახურებს, ცოტა დაუფიქრდით რას აკეთებთ.
"ადამიანი, რომელმაც ამდენი იწვალა შენი ქვეყნისთვის, იშრომა, ოფლი დაღვარა და შენ კიდე ამას აკეთებ. ეს მხოლოდ ჩვენი სირცხვილია.
"ქართველი ქომაგების სახელის გამფუჭებლები. ეს უღირსი საქციელი ჩვენი კაპიტნის მიმართ. უბრალოდ სირცხვილია", - წერს ქართველ გულშემატკივართა ნაწილი.