"ნაპოლის" პრეზიდეტნმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც არ გაყიდის.
იტალიელმა განაცხადა, რომ ის სკოტ მაკტომინეის არაფრის ფასად არ შეელევა.
შოტლანდიელი ნეაპოლურ გუნდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და ახალ გარემოს მშვენივრადაც მოერგო.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა ინგლისურმა გუნდმა დე ლაურენტისს მაკტომინეის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა აურელიო უარზეა.
აქვე მოგახსენებთ, რომ სკოტმა გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ კვარა-ოსიმენის შემდეგ "ნაპოლის" ახალი გმირი ჰყავს.