ცნობილი იტალიური გამოცემა "gazzetta" ავრცელებს "ნაპოლისთან" დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრელებს.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" რიგები დატოვა, ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა აირია.
ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი არასდროს მალავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ვერ შეძლო იანვარში გუნდიდან წასული ქართველის შეცვლა.
გარდა ამისა, კონტე პრესკონფერენციის დროს საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ "ნაპოლის" მესვეურებს ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვთ, რის გამოც ბევრი რამის გაკეთება კლუბში პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასე და ამგვარად, ხვიჩას წასვლის შემდეგ დაწყებული დაძაბულობით, ნეაპოლელთა რიგებში უთანხმოება დღემდე გრძელდება.