1 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"მათ მამარდაშვილის წასვლა გაუხარდებათ" - რას ამბობს უგო დურო

"ვალენსიას" შემტევმა, უგო დურომ გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

„რა თქმა უნდა, მამარდაშვილი ძალიან მოგვენატრება, ლა ლიგის დანარჩენი გუნდები კი მისი წასვლით ბედნიერები იქნებიან და გაუხარდებათ. 

"ის შესანიშნავი მეკარეა და მჯერა, რომ მალე მსოფლიოში საუკეთესო გახდება, ძალიან სამწუხაროა, რომ მიდის. 

"ამავდროულად მიხარია, რომ კარიერას უფრო მაღალ ეტაპზე გააგრძელებს. იმის გარდა, რომ საუკეთესო მეკარეა, ასევე გულთბილი ადამიანია", - ამბობს დურო.

Facebook კომენტარები