საფრანგეთის ლიგა 1-ში სეზონი დასრულდა. გიორგი მიქაუტაძის “ლიონმა” მე-6 ადგილი დაიკავა.
ქართველმა შემტევმა 34 ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Sport.fr-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მიქაუტაძის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება.
“ბებერი ქალბატონის” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ზაფხულში სწორედ მიქაუტაძე იქნება.
აქვე გეტყვით, რომ "ლიონი" შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.