როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისში საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბარსელონას ლეგენდებს ეთამაშებიან.
მატჩის წინა პრესკონფერეციაზე ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა:
“ჩვენ დიდი ხანია ვემზადებით. ვერ ვიტყვი, რომ ეს კულტურა დიდი ხანია არსებობს. იმ დროს ვერ აბრუნებ უკან, იმ დროს როდესავ ყველაზე ბედნიერი იყო.
“ლეგენდენის მატჩზე, როცა ხვდები გავიწყდება შენი წონაც, ასაკიცა და ყველაფერი.”
“წაგება არავის არ უნდა, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა.”
“იამალი საოცარი ფეხბურთელია. მასზე ბევრის თქმას აზრი არ აქვს, წარმოუდგენელია, რასაც ის შვება.
“ბარსელონას ფილოსოფია უნიკალურია. გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა. მოიგო თითქმის ყველაფერი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იზრდებიან.”
“ლამინ იამალი უკვე ლეგენდაა, არ მეგონა მესის შემდეგ ვინმე მსგავსი გამოჩენილიყო, თუმცა ნამდვილად გრანდიოზულ ფეხბურთს თამაშობს და განსაკუთრებული მოთამაშეა.” - განაცხადა შოთა არველაძემ.