როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისში საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბარსელონას ლეგენდებს ეთამაშებიან.
მატჩის წინა პრესკონფერეციაზე არგენტინელმა ფეხბურთელმა ისაუბრა:
“ქართული ფეხბურთი ძალიან კარგ დონეზეა. დღითიდღე ვითარდებით, სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი ხართ, ქვეყნებისთვისაც, სადაც ჯერ არ არის განვითარებული ფეხბურთი.”
“იმედი მაქვს კიდევ უფრო განვითარდებით და მსოფლიო ჩემპიონატზეც იასპარეზებთ. დიდი ყურადღება ექცევა საქართველოში ამ სპორტის განვითარებას. მთავარი და ყველაზე ძნელი წარმატების მიღწევა კი არა, მისი შენარფუნება გახლავთ. - განაცხადა ხავიერ სავიოლამ.