5 საათის და 51 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პსჟ კვარასთან დაკავშირებით უახლეს სამადეცინო დასკვნას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელიას რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება - პსჟ-ის უახლესი სამედიცინო ცნობა

პარი სენ-ჟერმენის (PSG) სამედიცინო შტაბის ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია დოჰაში („ასპეტარის“ კლინიკაში) ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ პარიზში დაბრუნდა და კლუბის ექიმების მეთვალყურეობით მკურნალობის პროტოკოლს გეგმის მიხედვით გადის.

ამ ეტაპზე ფეხბურთელი აღდგენითი თერაპიის ადრეულ პოსტოპერაციულ ფაზაში იმყოფება, რაც პოსტოპერაციული შეშუპების სრულად მოხსნას, მუხლის სახსრის მობილობის (მოძრაობის ამპლიტუდის) ეტაპობრივ აღდგენასა და ფიზიოთერაპიულ პროცედურებს მოიცავს. პარიზული კლუბის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

კვარაცხელია გასულ უქმეებზე „პარკ დე პრენსზე“ საკუთარი გუნდის მატჩსაც დაესწრო, სადაც ის ჯერ კიდევ ყავარჯნების დახმარებით გადაადგილდებოდა - რაც მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) ოპერაციიდან პირველ კვირებში სტანდარტული და აუცილებელი სამედიცინო რეჟიმის ნაწილია. ექიმების შეფასებით, ფეხბურთელი მომდევნო ეტაპზე ბარძაყის კუნთების გამაგრების პროგრამაზე გადავა, მოედანზე მისი სრულფასოვანი დაბრუნება კი, წინასწარი პროგნოზით, კვლავ 6-დან 9 თვემდე ვადაში იგეგმება.