UFC-ის ცნობილი ჟურნალისტი ნინა დრამა, აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილისა და უსმან ნურმაგომედოვის გარემოცვას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ამერიკელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საქართველოში მერაბ დვალიშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტისა და აბუ-დაბიში განვითარებული მოვლენების ერთმანეთთან შედარება არასწორია.
„ადამიანები, რომლებიც ვერ ასხვავებენ საქართველოში მერაბის დაპირისპირებასა და დღეს მომხდარ თავდასხმას, უბრალოდ ძალიან სულელები არიან.
ერთი ერთზე დაპირისპირება და რამდენიმე ადამიანის მიერ ერთ ადამიანზე თავდასხმა ერთი და იგივე არ არის.
როდესაც მერაბმა საქართველოში იმ კაცს სილა გააწნა, არც ერთ ქართველს დაღესტნელისთვის ხელი არ დაურტყამს.
ძალადობა არასდროს არის გამოსავალი, თუმცა ნუ გააიგივებთ ამ ორ ინციდენტს, რადგან ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება“, – დაწერა ნინა მარი დანიელმა.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ ადგილობრივმა პოლიციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ჩხუბში მონაწილე რვა პირი და კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც მომხდარს ვიდეოზე იღებდნენ, დააკავეს.