4 საათის და 36 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ისლამ მახაჩევი ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმას გამოეხმაურა

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო. 

ამ ამბავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

აღნიშნულთან დაკავშირებით UFC-ს ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა კომენტარი გააკეთა.

"ძმაო, გისურვებ სრულ და სწრაფ აღდგენას, გამაგრდი. თავი მაღლა, უფრო ძლიერი დაბრუნდები", - წერს მახაჩევი ხვიჩას პოსტზე.