„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ შმიდტმა „ვოლფსბურგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც ასევე ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.
"კითხვის ქვეშაა ბუდუ ზივზივაძის თამაში. ბოლო დღეები მას მუხლი აწუხებდა.
"შეძლებს თუ არა ბუდუ თამაშს, მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა შმიდტმა.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი 17 ოქტომბერს შედგება.