53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სისულელეა და მეტი არაფერი" - ენრიკემ კვარას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

10 ოქტომებრს, ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი ლე-მანს უმასპინძლებს.

მატჩის წინა დღეს პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ესპანელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა:

ჟურნალისტი: “მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ფორმა არც ისე დამაკმაყოფილებელია. რას იტყვით?”

ლუის ენრიკე: “თქვენ, როგორც ყოველთვის, სულელური საკითხებით ხართ შეყპრობილი.

ფეხბურთელები რობოტები არ არიან და არის ძალიან კარგი და არასახარბიელო პერიოდები სეზონის განმავლობაში. ამაში განსახილველი არაფერია.”