7 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

როდის აქვს საქართველოს ნაკრებს შემდეგი მატჩები და გვაქვს თუ არა რაიმე შანსი

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა 2026/27 წლების ერთა ლიგა ცუდად დაიწყო.

4 მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

არსებული ვითარება პირველ ადგილზე გასვლას, შესაბამისად - ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის დამატებითი საგზურის მოპოვებასა და A დივიზიონში დაწინაურებას შეუძლებელს ხდის.

ჯვაროსნების ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ შესაბამისად, მათ ევრო 2028-ზე გასვლის შანსი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნებათ.

ნოემბერში ჩვენს გუნდს 2 თამაში ექნება გასამართი - კერძოდ, 14 ნოემბერს უნგრეთს სახლში მივიღებთ, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას გასვლაზე ვეწვევით.