7 საათის და 18 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მიზანი დაასახელა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა:

“ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, არავისთვის არ არის მარტივი ის ფაქტი, რომ ოთხ თამაშში გოლი არ გაგვიტანია, თუმცა არის პოზიტივი, რაც მეორე ტაიმში დავინახეთ.

"ჩვენი მიზნები არ იცვლება - ამოცანად გვქონდა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ნოემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება.

"პოზიტივი ის არის, რომ ახალი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, ახალი სტილით და ახალი ტაქტიკით, რასაც, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და უნდა განვავითაროთ", - თქვა სვანაძემ.