1 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"C ლიგა გველოდება, ამ გუნდებს შევხვდებით..." - როგორ ეხმაურებიან ქართველები უნგრეთთან მძიმე მარცხს

ერთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთმა პუშკაშ არენაზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა.

მატჩი უნგრელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

3 ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

უნგრეთისა და საქართველოს მატჩს სოციალურ ქსელში ქართველი ფანები ეხმაურებიან:

"ჩვენმა ნაკრებმა დროის მანქანა გამოიგონა და 2014 წელში დაბრუნდა"

"არაფერი ახალი. ამას მიჩვეულები ვართ"

"C ლიგა გველოდება, ისევ იმ გუნდებს შევხვდებით, რომლებსაც ცალი ფეხით მოვუგეთ"

"6 ტაიმში 0 გოლი გავიტანეთ, ახალ რეკორდზ მივდივართ"

"ტოტენჰემი ვხდებით ნელ-ნელა"