როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა 2026/27 წლების ერთა ლიგა ცუდად დაიწყო.
ორი საშინაო მატჩის შემდეგ ჩვენს გუნდს 1 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
არსებული ვითარება პირველ ადგილზე გასვლას, შესაბამისად - ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის დამატებითი საგზურის მოპოვებასა და A დივიზიონში დაწინაურებას ართულებს.
თუ ჯვაროსნების ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დაიკავებენ მათ ევრო 2028-ზე გასვლის შანსი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნებათ.
ამის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა და ყველაფრის შანსი არსებობს.