7 საათის და 44 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

“ოქროს ბურთი მან უნდა მოიგოს” - პსჟპს პრეზიდენტის ფავორიტი

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის ერთ-ერთ ინტერვიუში 2026 წლის ოქროს ბურთის შესახებ ჰკითეს.

მან საკუთარი ფეხბურთელები გამოარჩია:

"სხვა კლუბებთან მიმართებაში რთულ მდგომარეობაში მაყენებთ. დიდ პატივს ვცემ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კილიან მბაპე ან ლამინ იამალი, ისინი გამორჩეული მოთამაშეები არიან. კილიანს, ცხადია, ძალიან კარგად ვიცნობ - ის საოცარად ნიჭიერი ფეხბურთელი და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მე, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ავირჩევდი. გვყავს სამი: დემბელე, კვარაცხელია და ფაბიან რუისი. ფაბიან რუისი ერთადერთია, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ამიტომ ვფიქრობ, რომ დემბელე, კვარაცხელია და ფაბიან რუისი ამას იმსახურებენ, რადგან ყველაფერი მოიგეს. მიმაჩნია, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს, ისინი ფანტასტიკურები იყვნენ".