4 საათის და 40 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რა თანხად იყიდა ლივერპულმა გიორგი მამარდაშვილის კონკურენტი

ლივერპულმა ბელგიური „გენკის“ 18 წლის მეკარის, ლუკა ბრუგმანსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტრანსფერის ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. ბრუგმანსი მერსისაიდულ კლუბს 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება, ხოლო სამედიცინო შემოწმებისთვის საჭირო ნებართვა „ლივერპულმა“ უკვე მიიღო. საბოლოო ფორმალობები სამედიცინო შემოწმების შემდეგ შესრულდება.

ბრუგმანსის ტრანსფერი პირდაპირ უკავშირდება გიორგი მამარდაშვილის მომავალსაც. მერსესაიდელთა ახალწვეული ქართველი კიპერის კონკურენტი იქნება.

ამრიგად, "წითლების" რიგებში მეკარის პოზიციაზე ახალი სეზონიდან სერიოზული კონკურენცია იქნება.



Facebook კომენტარები