7 საათის და 19 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ოფიციალური წინადადება გაკეთებულია - არსენალმა ბართიშვილს მიმართა

როგორც BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველი სამი მოკბელი იტყობინება, 17 წლის ანდრია ბართიშვილს „არსენალმა“ წინასაკონტრაქტო შეთავაზებით მიმართა:

ლონდონელებმა 17 წლის ანდრია ბართიშვილის მიმართ ინტერესი გააქტიურეს და მის ინგლისში გადაყვანას წლის ბოლოს იმედოვნებენ, როდესაც „კოლხეთთან“ კონტრაქტი დაუსრულდება. 

ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ბართიშვილს, რომელიც ამჟამად „იბერია 1999“-ში იჯარის წესით თამაშობს, სხვა ვარინტებიც აქვს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ბართიშვილის შესაძლო ტრანსფერს „არსენალის“ სპორტული დირექტორის, ანდრეა ბერტას თანაშემწე, მაურიციო მიკელი კურირებს. სწორედ ის იყო „ნაპოლის“ მთავარი სკაუტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია აღმოაჩინეს. იმ კლუბებს შორის, რომლებიც ბართიშვილით არიან დაინტერესებული, „ლივერპული“ და „იუვენტუსი“ სახელდება. ანდრიას მსგავსი შეტევითი უნარების გამო საქართველოში ხვიჩას ადარებენ. 



Facebook კომენტარები