„ბაიერნისა“ და „ლაიფციგის“ ამხანაგურ შეხვედრაში ემოციური ეპიზოდი დაფიქსირდა. მატჩის მიმდინარეობისას ჯამალ მუსიალა მიუნხენის ძლიერ სიცხეში ცუდად გახდა და მოედანზე დაეცა.
ვითარება პირველმა ისმაელ საიბარიმ შეამჩნია. „ბაიერნის“ ახალწვეული მაშინვე მუსიალასკენ გაიქცა და ფეხბურთელს გონების დაკარგვამდე დახმარება გაუწია.
მუსიალას მალევე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და გუნდის ექიმებმა მისი მდგომარეობა შეაფასეს.
საიბარი გერმანულ გრანდს მხოლოდ ამ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე გამოავლინა, თუ როგორი თანაგუნდელია ის — არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.