მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოსა და ჟალგირისს შორის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ჩვენმა გუნდმა სტუმრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა - ქეცბას მასტერკლასი.
ასევე აღსანიშნავია, 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას ძალიან მაგარი თამაში, რომელმაც ძირითად გუნდში სასტარტო შემადგენლობიდან სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მატჩის შემდეგ ქეცბამ პატარა კვარას შესახებ თქვა:
"პირველივე დღიდან ვთქვი, რომ მას დიდი მომავალი ელოდება. კარგია, რომ შრომა უყვარს და ვარჯიშზე ყოველთვის ბევრს მუშაობს. თამაშის დროსაც ბევრს შრომობს.
ვიმედოვნებ, იმედებს გაამართლებს - ჯერ ჩვენ დაგვეხმარება, შემდეგ კი დიდ გუნდში, მაღალ დონეზე გადავა და იქ ითამაშებს"
ცნობისთვის, გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.