5 საათის და 20 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქეცბამ დინამოში მორიგი დიდი ტრანსფერი დახურა - თემურმა კარგი ლეგიონერები დაიმატა

23 წლის ნიგერიელი ფორვარდი მეთიუ გბომადუ პორტუგალიური ეშტრელადან კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს.

კარიერის სხვადასხვა დროს მეთიუ გბომადუ სომხური „ვანისა“ და „არარატ-არმენიას“ ღირსებას იცავდა.

სომხეთის ჩემპიონატში მან 68 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა.

თემურ ქეცბაია დინამოში ძალიან კარგად იწყებს - გუნდს აშკარად ეტყობა ქეცბას ხელი.

ცალკე უნდა აღინიშნოს სხვა ლეგიონერები, რომლებიც თემურმა გუნდში მოიყვანა, ისინი გუნდს კარგად მოერგნენ.

Facebook კომენტარები