მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოსა და ჟალგირისს შორის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა გაიმართა.
ჩვენმა გუნდმა სტუმრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა - ქეცბას მასტერკლასი.
გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ თუ დინამო ჟალგირისს გაივლის მესამე ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე კვიპრაუსლ პაფოსსა და ხორვატულ ჰაიდუკს შორის დამარცხებული იქნება - ეს გუნდები კონფერენს ლიგაზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდ გადმოერთვებიან.