1 საათის და 7 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

კაზემირომ კრიშტიანუ რონალდუ უარით გაისტუმრა და ლეო მესი აირჩია

„ინტერ მაიამიმ“ ოფიციალურად დაადასტურა კაზემიროს ტრანსფერი.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ წინადადებაზე, სადაც მას კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში და უფრო მაღალი ანაზღაურება ელოდა, უარი თქვა.

კაზემირომ კარიერის გაგრძელება „ინტერ მაიამიში“ გადაწყვიტა. მისი სურვილი ლეო მესისთან ერთად თამაში იყო.

ბრაზილიელი ვეტერანი MLS-ში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს აფორმებს და ამერიკულ კლუბს გამოცდილებითა და ლიდერული თვისებებით გააძლიერებს. 

კლუბმა ფეხბურთელის დამატება ოფიციალურად უკვე სოციალურ ქსელში დაადასტურა.


Facebook კომენტარები