1 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ხარ, მატვეი!" - საფონოვმა მეუღლეზე საუბრისას თავის თავს შეურაწყოფა მიაყენა

პსჟ-ს რუსმა მეკარემ, მატვეი საფონოვმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას საკუთარი მეუღლის შესახებ ისაუბრა:

"ჩემს მეუღლეს ყოველთვის მადლობას ვუხდი. როდესაც ხასიათზე არ ვარ, ის ჩემს რთულ პერიოდებს ითმენს. ამის გამო სულ ბოდიშს ვუხდი, რადგან მესმის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი.

როცა გონს მოვდივარ და ძალა მყოფნის, დავფიქრდე იმაზე, რას ვაკეთებ, ვხვდები: "ღმერთო ჩემო, რა იდიოტი ხარ, მატვეი!". ხანდახან მართლაც ასეთი ვხდები.

ყოველთვის მივდივარ მეუღლესთან და მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სახლშია და არსად წასულა. ის ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას", - თქვა საფონოვმა. 

Facebook კომენტარები