სამხრეთ აფრიკის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა, ჯეიდენ ადამსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - იუწყება უცხოური მედია.
ცოტა ხნის წინ ადამსმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამ თამაშში მიიღო მონაწილეობა, საკლუბო დონეზე კი მამელოდი სანდაუნსში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახს თვითმკვლელობა ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია, ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს.