კონფენრე სლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დინამომ მონდორფი ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
განმეორებითი მატჩი თბილისში 16 ივლისს შედგება.
ქეცბამ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა:
"ვისაც არ უნდა ეთამაშო, პირველი თამაში ადვილი არაა. ძალიან ცუდ პირობები იყო. სიცხე იყო და მინდორიც არ იყო ისეთი რომ კარგი ფეხბურთი გვეთამაშა.
დაწყებიდან 10 წუთში გოლი გავიტანეთ. ამ შედეგით, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები ვართ. შეიძლება თამაშით დიდად არ ვიყოთ კმაყოფილები, მაგრამ ამ ეტაპზე პირველ თამაშში მოგება მნიშვნელოვანი იყო. იმედია, თბილისში ერთ კვირაში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ