ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა სუპერვარსკვლავს, ლამინე იამალს 18 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის წნეხის შესახებ ჰკითხეს:
"წნეხი? მე საკუთარ თავს წნეხის ქვეშ არ ვაყენებ.
დედაჩემს მე 16 წლისას ვეყოლე, მამაჩემს კი ქუჩიდან უწევდა ნივთების შეგროვება, რომ მაგიდაზე საჭმელი გაეჩინა.
აი, ეს არის წნეხი. ჩემგან კი მხოლოდ ფეხბურთის თამაშია საჭირო.“