როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში დრამატული 90 წუთის შემდეგ არგენტინამ ეგვიპტე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ ძალიან დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება წავიდა მთავარი არბიტრისკენ, ფრანსუა ლეტესისკენ, რომელსაც არგენტინისკენ მიმხრობაში ადანაშაულებენ.
ეგვიპტელმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ამაზე საჯარო სივრცეშიც ღიად ისაუბრეს.
ფიფაში გადაწყვიტეს, რომ ლეტესიეს გადაწყვეტილებებს ამ მატჩში დიდი დაკვირვებით გადახედავენ და განაჩენს შემდეგ გამოიტანენ, რაც შესაძლოა რამდენიმე ხნიანი აკრძალვაც იყოს.