3 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"აი ამიტომ ვერ გავედით მსოფლიოზე, რაღაცები აურ-დაურიეს" - გიორგი გველესიანი

News Makers-ის Youtube არხზე გა­და­ცე­მა "ყვი­თე­ლი ბა­რა­თის" სტუ­მა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც ბევრ თე­მა­ზე და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ჩვენს ეროვ­ნულ გუნდს 2026 წლის მუნ­დი­ალ­ზე გას­ვლა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მან თა­ვი­სი აზ­რით ამ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ახ­სნა.

"მსურ­და ჩემი კა­რი­ე­რა მა­ჟო­რულ ნო­ტა­ზე და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, რად­გან მჯე­რო­და, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა შეგ­ვეძ­ლო, თუმ­ცა მე რო­გორც გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი, ნაკ­რებ­ში გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი აღარ ვი­ყა­ვი.

შემ­დეგ კა­რი­ე­რა­შიც ისე არ და­მი­ლაგ­და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც მე მსურ­და. რა თქმა უნდა, ეს ყო­ვე­ლი­ვე ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან რო­დე­საც ნაკ­რე­ბის წევ­რი ხარ და თა­მა­შობ, კლუბ­შიც სხვა ნო­ტა­ზე ხარ.

12-დღი­ა­ნი ომი და­ემ­თხვა, სა­ნამ კონ­კრე­ტულ კლუბ­თან მო­ვა­წერ­დი კონ­ტრაქ­ტზე ხელს და რო­დე­საც უკვე ეს შე­მეძ­ლო, სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა და­კე­ტი­ლი იყო. შემ­დეგ მო­მი­წია გუნდთან ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა.

მარ­ტი­ვად, რომ ავ­ხსნა, თუ ვინ­მეს ვუხ­დი X თან­ხას და სხვას ვუხ­დი ორ­ჯერ ნაკ­ლებს, ჩემ­თვის X თან­ხა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. რა თქმა უნდა, ნაკ­რებს თა­ვი­სი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გა­აჩ­ნია და მწვრთნე­ლი თა­ვად წყვეტს ვინ გა­მო­ი­ძა­ხოს.

ის ფორ­მა, რაც ჩემს არ გა­მო­ძა­ხე­ბას მოყ­ვა, მატ­ჩის წინ თუ მის შემ­დეგ, ჩემი გვა­რი რამ­დენ­ჯერ­მე გაჟ­ღერ­და. პა­რა­დოქ­სუ­ლია ასაკ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ 33 წლის ვი­ყა­ვი რო­დე­საც გა­მო­მი­ძა­ხეს და ასე­ვე 33 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც აღარ და­მი­ძა­ხეს.

ეს პა­ნა­ცეა, რომ გინ­და თუ არა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით უნდა ვი­თა­მა­შოთ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია?! არის თუ არა 33 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ხან­დაზ­მუ­ლი?! გა­აჩ­ნია მე­ტა­ბო­ლიზმს, რა წო­ნაა და ა.შ. ბევ­რი დე­ტა­ლია.

ორი­ვე მუხ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ტრავ­მა მაქვს 9 წე­ლია და მას მუდ­მი­ვად ვმკურ­ნა­ლობ. ეს ჯაფა რაც ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქვს ჩაყ­რი­ლი, ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბი­სა და მზად­ყოფ­ნის­თვის, მინ­დორ­ზე გას­ვლის­თვის კი­ლოგ­რა­მე­ბით ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ცოტა მე­ნა­ნე­ბა.

ეს ყო­ვე­ლი­ვე გარ­კვე­ულ­წი­ლად გულ­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­რო. მინ­დო­და ბო­ლომ­დე მებ­რძო­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა შეგ­ვეძ­ლო.

დიდი შეც­დო­მა და­ვუშ­ვით. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ მე ან სხვა ვინ­მე არ გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი აურ-და­უ­რი­ეს, რისი უფ­ლე­ბაც არ გვქონ­და. ფეხ­ბურთში ყვე­ლაფ­რის მი­წე­რე­ბა გა­მარ­თლე­ბა­ზე არ შეგ­ვიძ­ლია. წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­საც მი­ვაღ­წი­ეთ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვე­დით, და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას შე­საძ­ლოა მოჰ­ყვე­ბო­დეს კრი­ზი­სი და ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა".

Facebook კომენტარები