გადაწყვეტილია, რომ ამ ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგს დატოვებს.
ქართველს 1-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნება სურს და ამ ქვეყნიდან მას მსურველების ჰყავს.
ყველაზე მეტად კი სელტა ვიგო და ფეხბურთელის ყოფილი გუნდი, ლევანტე აქტიურობენ.
როგორც იწერება, სპორტინგში კლუბიდან წამსვლელი ფეხბურთელების საქმე პირველ ივლისამდე უნდა გაირკვეს, რადგან გუნდი შეკრებას სწორედ ამ დღიდან იწყებს.
“ქოჩორაშვილი, რომელიც მომავალი სეზონისთვის სპორტინგის გეგმებში არ შედის, რამდენიმე ესპანური კლუბის თვალთახედვის არეშია. თუმცა, ამ დრომდე “ალვალადეს” არ მიუღია კონკრეტული წინადადება სელტა ვიგოსგან - კლუბისგან, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ამ ზაფხულს დამატებით განსაკუთრებით არის დაინტერესებული.
26 წლის ნახევარმცველს ესპანეთში დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სადაც ლევანტეს ღირსებას იცავდა. გალისიურ კლუბს ქოჩორაშვილის დამატება იჯარით, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით სურს. სპორტინგი ამ ვარიანტზეც თანახმაა, ოღონდ კი ფეხბურთელის ტრანსფერში შარშან გადახდილი 5.5 მილიონი ევრო დაიბრუნოს.
უახლოეს დღეებში მოვლენათა შემდგომ განვითარებას ველოდებით. კლუბის ხელმძღვანელობას, ფრედერიკო ვარანდესის (სპორტინგის პრეზიდენტი) მეთაურობით, სურს, რომ გუნდიდან წამსველელი ფეხბურთელების საკითხი 1-ელ ივლისამდე გაირკვეს. სპორტინგის სამწვრთნელო შტაბმა ახალი სეზონისთვის გუნდის მზადება ოფიციალურად სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოს”, - წერს პორტუგალიური გამოცემა A BOLA.