დინამო თბილისი ევროტურნირების მატჩს დინამო არენაზე ვერ ჩაატარებს.
კონფერენს ლიგის პირველი ტურის მატჩს დინამო თბილისი, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
მიზეზი დინამო არენაზე მინდვრის სრულად გამოცვლაა, რომელიც კანიე ვესტის კონცერტის შემდეგ გახდა აუცილებელი.
პირველი ეტაპის წარმატებით დაძლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, დინამო თბილისი ვერც მეორე ეტაპის მატჩს უმასპინძლებს საკუთარ მოედანზე
წყარო: Geo Team