საქართველოს ნაკრების გზა ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე 6 დეკემბერს გაირკვევა.
2026 წლის 6 დეკემბერს, ბელფასტში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
სწორედ ამ დღეს გავიგებთ, რომელ ნაკრებებს შეხვდება საქართველო EURO 2028-ის საგზურისთვის ბრძოლაში.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო მატჩები 2027 წლის მარტში დაიწყება.