როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილია, რომ ზურიკო დავითაშვილი ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.
სენტ-ეტიენმა ლიგა 1-ში საგზური ვერ მოიპოვა და ქართველი კვლავ ლიგა 2-ში თამაშს არ არპიებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავითაშვილის შეძენის ყველაზე დიდი სურვილი თურქულ ბეშიქთაშს აქვს.
იწერება, რომ მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ფაზაშია და დიდი ალბათობით ზურიკო კარიერას ბეშიქთაშში გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ბეშიქთაშმა თურქეთის სუპერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს ნიშნავს.