4 საათის და 57 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მსოფლიო ჩემპიონატს ეს ქვეყანა მოიგებს" - ილია თოფურიას პროგნოზი

ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ილია თოფურიამ გამოცემა AS-ს ინტერვიუ მისცა.

ელ მატადორს სთხოვეს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ პროგნოზი გაეკეთებინა:

"ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში ჩემი პროგნოზი მოგებაა, სწორედ ამისთვის ვემზადებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ორთაბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ვიქნები და ესპანეთიც იმავეს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რათა ჩემპიონები გავხდეთ.

სპორტის სილამაზე ისაა, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. გულშემატკივრები თამაშებსა და ჩხუბებს სწორედ ამიტომ უყურებენ. ერთი რამ, რაშიც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ შემთხვევითობასა და იღბალს არაფერს მივანდობთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა შანსები გამოვიყენოთ. დანარჩენი ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.“

Facebook კომენტარები