5 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინს დაუპირისპირდება.
გავრცელებული ცნობებით, გიორგი ჩაკვეტაძე ამ მატჩს გამოტოვებს.
გაირკვა, რომ სანაკრებო შეკრება გიორგისთვის დასრულდა, თუმცა 3-4 დღეში ვარჯიშის განახლებას შეძლებს.
აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა რუმინეთთან პირველი ტაიმის ბოლოს მიიღო.