ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კრიშტიანუ რონალდუსნ შესახებაც ისაუბრა:
"ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა. ბავშვობიდან მოყოლებული ვუყურებდი, როგორ დომინირებდა კრიშტიანუ რონალდუ ამ ტურნირზე. ჩემპიონთა ლიგის ყოველ საღამოს ვხედავდი, როგორ გაჰქონდა მას გოლები, როგორ ხსნიდა რეკორდებს და როგორ მიჰყავდა თავისი გუნდები დიდებისკენ. საოცარი იყო იმის ყურება, თუ როგორ აღწევდა ის წარმატებას როგორც ვინგერის, ისე თავდამსხმელის პოზიციაზე, თანაც სხვადასხვა კლუბში. მან დამარწმუნა, რომ ერთ დღეს მეც შევძლებდი ამ ტურნირზე რაიმე განსაკუთრებულის გაკეთებას.
ამ ჯილდოს მოგება და ჩემპიონთა ლიგის თასის კიდევ ერთხელ აღმართვა ისეთი რამაა, რასაც სიტყვებით ვერც კი აღვწერ. მის ორჯერ მოგებაზე ბავშვობაში მხოლოდ თუ ვიოცნებებდი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოედანზე გავდივარ, მახსენდება ის საღამოები, როცა რონალდუს ვუყურებდი და ჩემს თავს ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე წარმოვიდგენდი.
კრიშტიანუ ყოველთვის ჩემი კერპი იყო და ჩემთვის ის ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია. ყოველთვის აღვფრთოვანდებოდი მისი მენტალიტეტით, დისციპლინითა და ყოველდღიურად უკეთესობისკენ სწრაფვის აკვიატებული სურვილით. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი, მივყოლოდი იმ მაგალითს, რომელიც მან დატოვა.
ჩემი სახელის ამ ტურნირის წარმატებასთან ასოცირება ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, რადგან ეს ყველაფერი სწორედ კრიშტიანუ რონალდუს ყურებით დაიწყო.“