უდიდესი აღაირება! - ბუდუ ზივიზვაძე ჰაიდენჰაიმის წლის საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელეს.
ქართელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ციფრი არც თუ ისე შთამბეჭდავია, ქართველმა ამ გოლებით თავი ყველას დაამახსოვრო.
ბოლო ტურებში, როცა ჰაიდენჰაიმი გადასარჩენად იბრძოდა, ბუდუმ გუნდს რამდენიმე ქულა პირადად მოუტანა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველს ტრავმებმა ხელი ძალიან შეუშალა.
ცნობისთვის, მომავალ სეზონში ჰაიდენჰაიმი ბუდუსთვის კარგად ნაცნობ ბუნდესლიგა 2-ში ითამაშებს.