ჰაიდენჰაიმის ქართველო ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე სასწაულ ფორმაში შევიდა.
ქართველმა ზედიზედ 4 მატჩში მოახერხა გოლის გატანა - უნიონ ბერლინთან, ფრაიბურგთამ, სანქტ-პაულისთან და ბაიერნთან (2).
ზივზივაძე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ 4 შეხვედრაში გაიტანა.
რაც შეეხება ტოპ 5 ლიგას ბუდუს მხოლოდ გიორგი მიქაუტაძე სჯობნის, რომელმაც 2023-24 წლებში ლიგა 1-ის ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა.
საინტერესოა ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაც, რომელსაც სერია ა-ში ორჯერ აქვს ზედიზედ 3 თამაშში გატანილი - 2022/23 და 2023/24 წლების სეზონებში.