პარის სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საინტერესო განცხადება გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს, იყო თუ არა მიუნხენის ბაიერნი ყველაზე რთული მეტოქე მის კარიერაში.
ესპანელმა სპეციალისტმა მოკლედ უპასუხა:
„არა, ყველაზე რთული მაინც ჩელსი იყო, მარესკას დროს.“
ენრიკეს ეს კომენტარი მიანიშნებს, რომ მიუხედავად ბაიერნის მაღალი დონისა, მისთვის ტაქტიკურად ყველაზე რთული გამოცდა ლონდონურ კლუბთან დაპირისპირება აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს პსჟ მარსეკას ჩელსისთან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 3:0 დამარცხდა.