ცნობილმა ფრანგმა კომენტატორმა, ვალიდ აშეშურმა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"თუ რაიმე არეულობა დაიწყება ან პრობლემები გამომიჩნდება, კვარაცხელიას დავურეკავ. ეს ბიჭი გერმანული ნაგაზივითაა.
"ერთი-ერთზე ძალიან ეფექტურად თამაშობს და მომენტის შერჩევა შესანიშნავად გამოსდის. შთამბეჭდავია, რასაც მან მიაღწია — ის გუნდის იქს-ფაქტორია.
"უბრალოდ გასაოცარია. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი პირველი იყო და მისი ავტორი სწორედ კვარაცხელიაა. მას 6 თვე ვაკრიტიკებდი, თუმცა ამას აღარ გავაკეთებ", - თქვა ფრანგმა.