1 საათის და 58 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

მატჩი ოფიციალურად ჩაინიშნა! - საქართველოს მეტოქე ივნისის მეორე ამხანაგურ მატჩში ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს.  

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. 

ბაჰრეინთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის პირველ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

წყარო: Nakrebi.ge

Facebook კომენტარები