ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ლივერპულმა პსჟ-ს უმასპინძლა.
შეხვედრა პარიზელთა სასარგებლოდ, 0:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი მათ მეტოქე 4:0 დაამარცხეს.
როგორც ცნობილია, პსჟ-ს მეტოქე ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნი" იქნება.
ცნობისთვის, პირველი ნახევარფინალური მატჩები 29 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 6 მაისს.