3 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ნახევარფინალების წინ "პსჟ"-სთვის კარგი ამბავი გავრცელდა

უახლესი ინფორმაციით, ნუნუ მენდეშმა და დეზირე დუემ ოთხშაბათს სამედიცინო შემოწმება გაიარეს და კლუბში ორივე ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ნახევარმცველმა მუხლის არეში დარტყმა მიიღო, თუმცა მისი ტრავმა სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევს.

რაც შეეხება ნუნო მენდესს, პორტუგალიელმა მცირე დისკომფორტი ჰამსტრინგში იგრძნო და სამწვრთნელო შტაბი გეგმავს, რომ მომდევნო მატჩებში მისი სათამაშო დრო ფრთხილად გააკონტროლოს.

ორივე ფეხბურთელის მდგომარეობა პარის სენ-ჟერმენისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით გადამწყვეტი მატჩების წინ, თუმცა ამ ეტაპზე გუნდი სერიოზულ პრობლემას არ ელოდება.





Facebook კომენტარები