ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში ლივერპულმა პსჟ-ს უმასპინძლა.
შეხვედრა პარიზელთა სასარგებლოდ, 0:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი მათ მეტოქე 4:0 დაამარცხეს.
როგორც ცნობილია, პსჟ-ს მეტოქე ნახევარფინალში მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს შორის გამარჯვებული იქნება.
პირველი შეხვედრის შემდეგ ბავარიელები 2:1-ს იგებენ, განმეორებითი მატჩი კი 15 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, პირველი ნახევარფინალური მატჩები 28/29 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 5/6 მაისს.